Brevet Star Wars

31 ოქტომბერს “კავკასიის ველო ქსელის” ორგანიზებით გაიმართა საქართველოში, უკვე მეორედ, ველოგამოწვევა – ბრევეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ბრევეტის მონაწილემ ველოსიპედით უნდა გაიაროს წინასწარ შედგენილი დისტანცია გარკვეულ  დროში. ბრევეტის დაწყების წინ, ყველა მონაწილეს გადაეცემა ბიბ ნომერი, ისინი აღირიცხებიან  ორგანიზატორების მიერ მონიშნულ საკონტროლო წერტილებში. მსვლელობის დასრულებისთვის კი, მონაწილემ უნდა გაიაროს ყველა მონიშნული ადგილი, თითოეული წინასწარ განსაზღვრულ დროში. ყველაContinue reading “Brevet Star Wars”

აღმართის დაძლევა 🚵

როგორ გავიადვილოთ აღმართის დაძლევა.განვიხილოთ სამი ასპექტი: 1. ჩვენი სხეული 2. ველოსიპედი 3. ტემპი ხანგრძლივ აღმართზე სწრაფ ტემპში ასასვლელად არ გვჭირდება ანაერობული კუნთების ბოჭკოებით განვითარებული, ძლიერი მასიური სხეული.ძალის ხარჯზე მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში შეგვიძლია შევინარჩუნოთ მაღალი ინტენსივობა.ხანგრძლივი დატვირთვისას საჭიროა ჩვენი ფიზიკური გამძლეობა, რასაც უზრუნველყოფს კუნთების აერობული ბოჭკოები და გულსისხძარღვთა განვითარებული სისტემა, რომელსაც ფილტვების სასიციცხლო ტევადობის ხარჯზეContinue reading “აღმართის დაძლევა 🚵”

ფარავნის ტბა

რეგიონი: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი მარშრუტის სიგრძე: 47 კმ / 900 მ რელიეფის აღწერა: ასფალტი/გრუნტი სირთულე: საშუალო Gpx:  https://cutt.ly/oEhyn1g რეკომენდებული ველო: MTB; Gravel; Cyclocross რეკომენდებული სეზონი: გვიანი გაზაფხულიდან ნოემბრამდე დამატებითი რჩევა: მარშრუტი იწყება სოფელ აიაზმიდან (წალკას მუნიციპალიტეტი), ფარავნის უღელტეხილზე ასვლის შემდეგ გადაიშლება ფარავნის ტბის მისტიკური ხედები. თუ მხოლოდ ტბის წრე გსურთ, შეგიძლიათ უკვე უღელტეხილის ბოლო წერტილიდან დაიწყოთ ეს ველომარშრუტი. ფარავნის ტბა მდებარეობს 2000+Continue reading “ფარავნის ტბა”

Safe Cycling in Tbilisi

თბილისი, სადაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს, ლოგიკურია, რომ გადატვირთული მოძრაობით ხასიათდება. თბილისში, ველოსიპედით მოძრაობისას, უპირველეს გამოწვევას უსაფრთხოდ გადაადგილება წარმოადგენს.  „უსაფრთხოება პირველ რიგში“ – ამ პრინციპითაა შედგენილი რუკა, რომელზეც ვსაუბრობთ.  თუმცა, ის, რომ პანდუსები არ გვხვდება ყველა საჭირო ადგილას; ტროტუარების ზედაპირი მოუწესრიგებელია და ხშირად, მანქანების პარკინგადაა ქცეული; ზებრა-გადასასვლელების და შუქნიშნების სიმცირე;  მიმდინარე მშენებლობების მიმდებარე ტერიტორიები,Continue reading “Safe Cycling in Tbilisi”

ძამას ხეობა

რეგიონი: ქარელის მუნიციპალიტეტი მარშრუტის სიგრძე: 63 კმ / 1164 მ რელიეფის აღწერა: ასფალტი  (მზოვრეთის მონასტრიკენ გრუნტია, თუ ხეობას გაუყვებით – ასფალტი) სირთულე: საშუალო Gpx: https://cutt.ly/REwcikF რეკომენდებული ველო: road; MTB; Gravel; Cyclocross რეკომენდებული სეზონი: დამატებითი რჩევა: მარშრუტი იწყება კეხისჯვრიდან, ადის ყინწვისის მონასტერში, შემდეგ – ძამას ხეობას მიუყვება და ადის მზოვრეთისკენ, სადაც მკვეთრი აღმართებია, გრუნტის გზაა. წყალიContinue reading “ძამას ხეობა”

თრუსო

რეგიონი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი მარშრუტის სიგრძე:  40 კმ / 498 მ რელიეფის აღწერა: კარგად დატკეპნილი ქვიანი გრუნტი; ალაგ-ალაგ რთული მონაკვეთებით (სირთულეში მოიაზრება დიდი ქვები და აღმართ-დაღმართი) სირთულე: საშუალო Gpx: https://cutt.ly/TW6Q88Y რეკომენდებული ველო: MTB; Gravel; Cyclocross რეკომენდებული სეზონი: გვიანი გაზაფხულიდან ოქტომბრამდე. დამატებითი რჩევა: ჯვრის უღელტეხილიდან ხეობის შესასვლელამდე დაღმართია, სადაც დიდი სატვირთოებიც შეგხვდება და სიფრთხილეა საჭირო. პოლიციის მოპირდაპირეContinue reading “თრუსო”

გრემისხევი

რეგიონი: დუშეთის მუნიციპალიტეტი ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე (რა თქმა უნდა, შეგიძლიათ 1 დღეშიც გააერთიანოთ) მარშრუტის სიგრძე: 1 დღე – 60 კმ/ 900მ, 2 დღე – 60 კმ/ 400 მ რელიეფის აღწერა: ასფალტი/გრუნტი სირთულე: საშუალო Gpx: 1 დღე – https://bit.ly/3lqYd6R. 2 დღე – https://bit.ly/397Q1CL რეკომენდებული ველო: MTB; Gravel; Cyclocross რეკომენდებული სეზონი: ყველა სეზონი დამატებითი რჩევა: სასურველია ამორტიზატორი ქვიანი აღმართ-დაღმართის გამო. წაიღეთ საკმარისი რაოდენობისContinue reading “გრემისხევი”

კარსანი

რეგიონი: მცხეთის მუნიციპალიტეტი მარშრუტის სიგრძე: 44 კმ / 660 მ რელიეფის აღწერა: ასფალტი/გრუნტი/ასფალტი სირთულე: საშუალო Gpx: https://cutt.ly/fWEssVV რეკომენდებული ველო: MTB; Gravel; Cyclocross რეკომენდებული სეზონი: წვიმასა და თოვლში არაა უსაფრთხო დამატებითი რჩევა: ქვიანი დაღმართია ბოლოსკენ, ამორტიზატორი სასურველია. სანახაობრივი მხარე: უმშვენიერესი ხედები; ზემოთ, ტყეში მონასტერია, გადასახვევს ნახავთ მარცხნივ, მონიშნულია. ფოტოები:

ქოროღლის ციხე

რეგიონი: თბილისის მუნიციპალიტეტი მარშრუტის სიგრძე: 37 კმ / 980 მ რელიეფის აღწერა: ასფალტი/დატკეპნილი გრუნტი სირთულე: საშუალო Gpx: https://cutt.ly/HWEalas რეკომენდებული ველო: MTB; Gravel; Cyclocross რეკომენდებული სეზონი: შემოდგომა; გაზაფხული დამატებითი რჩევა: ციხესთან ველო ან ხელით უნდა აიყვანო, ან ქვემოთ დატოვო; გაითვალისწინე, რომ ველოს მისამაგრებელი იქონიო. სანახაობრივი მხარე: მეთერთმეტე საუკუნის კოჯრის ციხე, იგივე -აზეულა; ქოროღლი. ფოტოები:

დიდგორი

რეგიონი: მცხეთის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები; მარშრუტის სიგრძე: 100 კმ / 2090 მ რელიეფის აღწერა: ასფალტი სირთულე: რთული Gpx: https://cutt.ly/ZWEpTNG რეკომენდებული ველო: Road; Gravel; Cyclocross რეკომენდებული სეზონი: თოვლიანი დღეების გამოკლებით, ყველა სეზონი. დამატებითი რჩევა: სასხორის გადასახვევიდან იწყება მკვეთრი, მაღალპროცენტული აღმართები დიდგორის მონუმენტამდე. ამისთვის, შეიძლება დიდი კბილანები დაგჭირდეს. გზად არ გამოგრჩეს, ხედებს დააკვირდე და რამდენიმე ადგილას შენიშნავContinue reading “დიდგორი”