
“კავკასიის ველო ქსელისა” და Nature Conversation Georgia-ს ერთობლივმა გასვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია ველომოყვარულებში:
მარშრუტი/route: https://www.komoot.com/tour/654880196?ref=atd
ველოსიპედებით, მხიარულად, ბევრი შესვენებითა და ამბების გაზიარებით, ტაბახმელას გავლით, კუმისის ტბასთან მივედით

ტურის განმავლობაში, კუმისის ტბის სანაპიროს სხვადასხვა მონაკვეთიდან დურბინდებისა და ტელესკოპის დახმარებით დავაკვირდით ფრინველებს და მათ იდენტიფიკაციაში Nature Conversation Georgia-ს თანამშრომლები დაგვეხმარნენ

დაკვირვების პროცესი ძალიან აზარტული აღმოჩნდა და ფრინველების რამდენიმე ნაირსახეობა ვნახეთ.
ველომოყვარულებმა “ჩიტმოყვარულებისგან” საჩუქრებიც მიიღეს:

თბილისში მშვიდობიანად, სიახლით, ბუნებასთან და ერთმანეთთან კონტაქტით გაბედნიერებულები დავბრუნდით.

არ გამოგრჩეთ ჩვენი ველოტურები – https://bit.ly/34vWjgM