11 თებერვალს სამსახურში ველოსიპედით წასვლის საერთაშორისო დღეა.
“კავკასიის ველო ქსელმა” ეს თარიღი ზამთრის გამოწვევის გამარჯვებულების დაჯილდოვებითა და ველო მსვლელობით აღნიშნა.
პირველი დეკემბრიდან მოყოლებული, აღვრიცხავდით Strava Leaderboard – ის ლიდერებს.
გამოწვევაში 600 მდე ველომოყვარული მონაწილეობდა (ჩვენს Strava ჯგუფს შეგიძლიათ შემოუერთდეთ: https://bit.ly/3sEVNoY )
გამოვავლინეთ სტატისტიკურად პირველ ადგილზე ყველაზე მეტჯერ მოხვედრის მიხედვით:
კვირაში გავლილი დისტანცია – ლევან ბლიაძე
Elevation Gain – David Kalmo
ერთ დღეში ყველაზე მეტი მანძილის გავლით:
Longest – ნუკრი დიასამიძე 216 კმ
Longest – მარ მიხელიძე 237 კმ
იხილეთ “ევრონიუსის” სიუჟეტი, სადაც ველომოყვარულები ზამთარში გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობენ: https://bit.ly/3oPsbE9