Super Randonneur

   “Კავკასიის ველო ქსელის” წევრებისთვის “ბრევეტის” იდეა უკვე ცნობილია.

თუმცა, ჩვენთვისაც და თქვენთვისაც სიახლეა, რომ ოფიციალური, პარიზი – ბრესტი – პარიზის, ამ დრომდე ერთადერთი, ქართველი მონაწილე ალექსანდრე გეგეჭკორია.

Დაგვიკავშირდა მას შემდეგ, რაც Brevet Star Wars – ის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და მოგვიყვა თავისი ამბავი, რომელიც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება თქვენთვისაც. 

Ლიცენზიის მოსაპოვებლად 2018 წელს დაიწყო “ბრძოლა”: თვეობით ლოდინი და სხვადასხვა კონტაქტების ძიება გახდა საჭირო, რომ მიეღო პასუხი Audax Club Parisien – დან. 

2019 წლის “პარიზი -ბრესტი – პარიზში” მონაწილეობისთვის საჭირო იყო საკვალიფიკაციო 200, 300, 400 და 600 კმ იანი ბრევეტის შესრულება/მედლების მიღება.

Ალექსანდრემ მარტომ დაგეგმა ყველა მათგანი, გაიარა და მოთხოვნის შესაბამისად, აგზავნიდა მაღაზიებიდან ჩეკებს ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რომ ამ დროს ნამდვილად იყო ამ მონაკვეთზე. 

Ოთხი ბრევეტის შესრულების შემდეგ მიიღო Super Randonneur ის ტიტული და მედალი.

Შემდეგ იყო 1200 კმ – იან PBP და დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო ამ ურთულესი ბრევეტის დაფინიშებაც.

Ალექსანდრე უკვე ჩვენს გუნდს შემოუერთდა და მომავალ, ლიცენზირებულ ველო გამოწვევებს ერთად შემოგთავაზებთ.