Brevet Star Wars

This image has an empty alt attribute; its file name is dsc_2183-1.jpg

31 ოქტომბერს “კავკასიის ველო ქსელის” ორგანიზებით გაიმართა საქართველოში, უკვე მეორედ, ველოგამოწვევა – ბრევეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ბრევეტის მონაწილემ ველოსიპედით უნდა გაიაროს წინასწარ შედგენილი დისტანცია გარკვეულ  დროში. ბრევეტის დაწყების წინ, ყველა მონაწილეს გადაეცემა ბიბ ნომერი, ისინი აღირიცხებიან  ორგანიზატორების მიერ მონიშნულ საკონტროლო წერტილებში. მსვლელობის დასრულებისთვის კი, მონაწილემ უნდა გაიაროს ყველა მონიშნული ადგილი, თითოეული წინასწარ განსაზღვრულ დროში. ყველა მონაწილე, ვინც შეძლებს ღონისძიების მოცემულ დროში დასრულებას, არის “გამარჯვებული.” 

This image has an empty alt attribute; its file name is dsc_2078.jpg

200 კმ-იან Brevet Star Wars – ზე დარეგისტრირდა 20 ველომოყვარული. Მონაწილეებმა სტარტი აიღეს სამგორში, ულამაზესი და დილით ნისლში გახვეული  უჯარმის და სასადილოს გზის გავლის შემდეგ, გაემართნენ სიონისკენ, სიონიდან კი თიანეთისკენ, თიანეთიდან შატილის გზაზე როშკას გადასახვევამდე და დაბრუნდნენ უკან ხომის ტურისტულ კომპლექსში, სადაც უკვე ფინიშის ხაზი გადაკვეთეს.

იხილეთ ივენთი: (https://bit.ly/31hLXPB) ❤



This image has an empty alt attribute; its file name is psx_20211031_191227.jpg

16-მა მონაწილემ გაიარა ეს მარშრუტი, აქედან კი 13 – მა შეძლო ჩვენ მიერ განსაზღვრული საკონტროლო პუნქტების განსაზღვრულ დროში გავლა და მოიპოვა “Brevet Star War” – ის ფინიშერის წოდება. Მონაწილეობით Კმაყოფილებას ყველა მათგანი თანაბრად გამოხატავდა. Სიხარულია, როცა ეს შეგიძლია და საშუალება გაქვს, გამოავლინო.

This image has an empty alt attribute; its file name is img_7271.jpg

სიხარულით და სიამაყით წარმოგიდგენთ Brevet Star Wars ის ვარსკვლავურ ცამეტეულს, ვინც შეძლო 200 კმ-იანი გამოწვევის დაძლევა – დაფინიშება:

1. გიორგი ბეჟანიშვილი

2. Peter Danis

3. აკაკი ნადარაია

4. Mark Clayton

5. სერგი მარტაშვილი

6. რამაზ ლიპარტელიანი

7. დავით ჭიჭინაძე

8. ნუკრი დიასამიძე

9. ავთო რუსაძე

10. ზურა დიასამიძე

11. კალმო

12. შოთა კვარაცხელია

13. დამიანე კაპანაძე