
რეგიონი: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მარშრუტის სიგრძე: 47 კმ / 900 მ
რელიეფის აღწერა: ასფალტი/გრუნტი
სირთულე: საშუალო
რეკომენდებული ველო: MTB; Gravel; Cyclocross
რეკომენდებული სეზონი: გვიანი გაზაფხულიდან ნოემბრამდე
დამატებითი რჩევა: მარშრუტი იწყება სოფელ აიაზმიდან (წალკას მუნიციპალიტეტი), ფარავნის უღელტეხილზე ასვლის შემდეგ გადაიშლება ფარავნის ტბის მისტიკური ხედები. თუ მხოლოდ ტბის წრე გსურთ, შეგიძლიათ უკვე უღელტეხილის ბოლო წერტილიდან დაიწყოთ ეს ველომარშრუტი. ფარავნის ტბა მდებარეობს 2000+ მეტრზე და თითქმის ყველა სეზონზე საკმაოდ ცივა, შემოდგომიდან უკვე ყინავს, ასევე ძალიან ქარიანი ადგილია და ამიტომ აუცილებელია შესაბამისი ტანსაცმლის ქონა.
სანახაობრივი მხარე: სოფელ ფოკას დედათა მონასტერი, მისტიკური ფარავნის ტბა, ასფარა (ნასოფლარი) ფარავანის წრეზე, აბულ-სამსარის ქედის საოცარი ხედები (პატარა აბულის და დიდი აბულის ჩათვლით).
ფოტოები: