
რეგიონი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მარშრუტის სიგრძე: 40 კმ / 498 მ
რელიეფის აღწერა: კარგად დატკეპნილი ქვიანი გრუნტი; ალაგ-ალაგ რთული მონაკვეთებით (სირთულეში მოიაზრება დიდი ქვები და აღმართ-დაღმართი)
სირთულე: საშუალო
რეკომენდებული ველო: MTB; Gravel; Cyclocross
რეკომენდებული სეზონი: გვიანი გაზაფხულიდან ოქტომბრამდე.
დამატებითი რჩევა: ჯვრის უღელტეხილიდან ხეობის შესასვლელამდე დაღმართია, სადაც დიდი სატვირთოებიც შეგხვდება და სიფრთხილეა საჭირო. პოლიციის მოპირდაპირე მხარეს (პოლიცია მარჯვნივაა) არის ხეობის შესასვლელი და იწყება გრუნტის გზა;
გზად მხოლოდ მჟავე წყალი შეგხვდებათ. თეთრი ტრავერტინები, ბუნების ძეგლია მარცხნივ, რომელზე გადასვლა არც ფეხით შეიძლება და არც ველოთი. ტრავერტინების მოპირდაპირე მხარეს კაფეა (პანდემიისას დაკეტილია), საიდანაც ადის ბილიკი ბუყბუყა ტბაზე (მხოლოდ ფეხით აისვლება).
სანახაობრივი მხარე: მთების სიდიადე, ჯვრის უღელტეხილის და თრუსოს ხეობის უმშვენიერესი ხედები; ზაქაგორის ციხე;
ფოტოები: