გრემისხევი

რეგიონი: დუშეთის მუნიციპალიტეტი

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე (რა თქმა უნდა, შეგიძლიათ 1 დღეშიც გააერთიანოთ)

მარშრუტის სიგრძე: 1 დღე – 60 კმ/ 900მ, 2 დღე – 60 კმ/ 400 მ

რელიეფის აღწერა: ასფალტი/გრუნტი

სირთულე: საშუალო

Gpx: 1 დღე – https://bit.ly/3lqYd6R. 2 დღე – https://bit.ly/397Q1CL

რეკომენდებული ველო: MTB; Gravel; Cyclocross

რეკომენდებული სეზონი: ყველა სეზონი

დამატებითი რჩევა: სასურველია ამორტიზატორი ქვიანი აღმართ-დაღმართის გამო. წაიღეთ საკმარისი რაოდენობის საკვები და წყალი. სოფლის გზაზე მაღაზია არ შეგხვდებათ. გასათვალისწინებელია, რომ ოკუპირებულ საზღვართან ძალიან ახლოს არის სოფელი.

სანახაობრივი მხარე: ულამაზესი ხედები: ტყის, მთის, მთლიან გზაზე ჰორიზონტზე ჩანს უნაგირას მთას და კლდე (რომელიც ოკიპირებულია 😦 ), ნარეკვავის წყალსაცავი, რომელიც თავისი მწვანე ფერით დანახვისთანავე მოგხიბლავთ.

ფოტოები: