
რეგიონი: დუშეთის მუნიციპალიტეტი
მარშრუტის სიგრძე/ამაღლება: 53 კმ/ 1550 m (იწყება როშკას ასახვევთან, ნახევარ კმ-ში მთავრდება ასფალტი და იწყება გრუნტი)
რელიეფის აღწერა: კარგად დატკეპნილი ქვიანი გრუნტი; ალაგ-ალაგ რთული მონაკვეთებით (სირთულეში მოიაზრება დიდი ქვები და აღმართ-დაღმართი)
სირთულე: საშუალო
რეკომენდებული ველო: MTB; Gravel; Cyclocross
რეკომენდებული სეზონი: გვიანი გაზაფხულიდან ოქტომბრამდე.
დამატებითი რჩევა: დასაწყისი, პირველი 17 კმ აღმართია, უღელტეხილამდე; გზად რამდენიმე წყაროა, კარგი იქნება, თუ არ გამოგრჩება; მრავალჯერადი წყლის ბოთლი გამოგადგება; დათვისჯვრიდან შატილისკენ სულ დაღმართია, ფრთხილად დაეშვი. შემდეგ, მცირე აღმართებია მუცოსკენ. მთაში ამინდი სწრაფად იცვლება, საწვიმარი იქონიე. გზად შეიძლება მეცხვარის ძაღლებს გადააწყდე, თუ მოგიახლოვდნენ, ველო შეგიძლია ჩამოიფარო, მათ ტერიტორიას რომ გაცდები, დამშვიდდებიან.
ბევრი მანქანა არ შეგხვდება, ყველაზე დიდი დისკომფორტი მათგან გზის ამტვერებაა და თუ შორიდან შენიშნე, გზა შეგიძლია დაუთმო, დაისვენო და თავი აარიდო მტვერს.
სანახაობრივი მხარე: მთების სიდიადე, უღელტეხილის და ხეობის უმშვენიერესი ხედები; შატილის და მუცოს მრავალსაუკუნოვანი, არქიტექტურული შედევრები – კოშკები.
ფოტოები: