
“კავკასიის ველო ქსელის” ორგანიზებით 3 ივლისს საქართველოში ყველაზე მასშტაბური ველოგამოწვევა ჩატარდა.

“ბრევეტი” დროში შეზღუდული ველომსვლელობაა და შეჯიბრისგან განსხვავებით ჰყავს არა გამარჯვებული, არამედ ფინიშერი. მონაწილემ წინასწარ განსაზღვული მარშრუტი კონკრეტულ დროში უნდა დაფაროს, ამის აღრიცხვა კი საკონტროლო წერტილებთან ხდება. მსვლელობის დასრულებისთვის და მედლის მოსაპოვებლად საჭიროა ყველა საკონტროლო წერტილის გავლა.

რადგან საქართველოში მსგავსი ღონისძიება პირველად ჩატარდა, ფორმატში ოდნავი ცვლილებები შევიდა: შეირჩა შედარებით მოკლე მარშრუტი დიდი ამაღლებით (Elevation Gain).
მარშრუტის სიგრძე შეადგენდა 92 კმს, რომელზეც მონიშნული იყო 5 საკონტროლო წერტილი (checkpoint). მონაწილეები აღირიცხებოდნენ წყნეთში, ორბეთში, სოფელ ალგეთში, ამლევსა და კოჯორში. ქალებისა და კაცებისთვის მანძილის დასაფარად სხვადასხვა დრო იყო განსაზღვრული. ღონისძიებაში სხვადასხვა ქალაქიდან მონაწილეობა მიიღო 35-მა ველომოყვარულმა, დააფინიშა 22-მა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების განმავლობაში კომპანია ‘სნოს” მიერ მოწოდებული ბოთლები შეგროვდა და გადასამუშავებლად გაეცა კომპანია “ტენეს’. ყველა ფინიშერი კი მათ მიერ წარმოებული usb კაბელით დასაჩუქრდა.
ფინიშერები ასევე დასაჩუქრდნენ სახელოსნო “ველო წერტილის” 150, 100 და 50 ლარიანი ვაუჩერით, ერთ-ერთი გოგო ფინიშერი კი – ველოსიპედის სრული სერვისით.
ფესტივალ “One Caucasus”-ის წარმომადგენლებმა 10 ფინიშერს ბრენდირებული მაისური, 2-ს კი მუსიკალური ალბომი გადასცეს.

ერთ-ერთ ფინიშერს, და ასევე სისიენის წევრს, გადაეცა სასაჩუქრე ბარათი, რომელიც მოიცავს ერთ ღამეს სვერის სათავგადასავლო ცენტრში და “ვია ფერატას” გავლას.
იმ მონაწილებიდან, ვინც ვერ მოახერხეს დაფინიშება, ერთს გადაეცა CCN-ის უფასო ველოტური, ერთს კი იოგას უფასო გაკვეთილი.
ბრევეტი საკუთარი თავის რწმენის, შესაძლებლობების აღმოჩენისა სირთულეებთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. გვიხარია, რომ თქვენამდე სწორად მოვიტანეთ ბრევეტის მიზანი და შინაარსი- მთელი ღონისძიების განმავლობაში მონაწილეები ცდილობდნენ გუნდურად სიარულს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს და არ იგრძნობოდა კონკურენცია.

“კავკასიის ველო ქსელი” მადლობას გიხდით ნდობისთვის. კიდევ მრავალ სიახლეს გპირდებით! ♥️