
სასიამოვნო მარშრუტი ნებისმიერი ტიპის ველოსთვის. იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმის წრე. სამი ულამაზესი კუთხე ერთ დღეში (ან თქვენთვის როგორც არის კომფორტული). მარშრუტი არის წრე და შეგიძლიათ დაიწყოთ წრის იმ ადგილიდან, რომელიც ყველაზე კომფორტულია თქვენთვის. ჩვენ შემთხვევაში რუკაზე საწყისი და საბოლოო წერტილიც არის ქალაქი ტყიბული. ტყიბულიდან მივუყვებით ნაქერალას ულამაზეს უღელტეხილს რაჭისკენ. ნაქერალას უღელტეხილის გადავლის შემდეგ ჩვენ წინ იშლება შაორის ტბის ხედები, გზას კი ვაგრძელებთ ამბროლაურისკენ, ამბროლაურიდან კი რაჭის ბოლო სოფელ ალპანამდე, რომელიც ასევე ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. სოფელი ალპანადან გადავდივართ სოფელ ორბელში, საიდანაც უკვე შეგვიძლია დავინახოთ ორბელის უღელტეხილის თვალისმომჭრელი სერპანტინები. ამ ულამაზესი სერპანტინების გადავლის შემდეგ, ვეშვებით ცაგერისკენ. ცაგერიდან კი წყალტუბოს გავლით მივდივართ ქუთაისში. ქუთაისიდან ტყიბულში დასაბრუნებლად კი გავდივართ ულამაზეს გზას პატარა სოფლებზე.
მთლიანი წრის მანძილი: 200 კმ, ამაღლება 4500 მ.
გზის საფარი: მთლიანად ასფალტი
რეკომენდებული ველოსიპედი: Road/gravel/cyclocross/cross country
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კავკასიის ველო ქსელს FB გვერდზე: https://www.facebook.com/caucasuscyclingnetwork
Nice route for any type of bike. Imereti-Racha-Lechkhumi circle. Three beautiful parts of Georgia in one day (or as comfortable as it is for you). The route is a circle and you can start from the place of the circle that is most comfortable for you. In our case, the starting and ending point on the map is the city – Tkibuli. From Tkibuli we follow the beautiful pass of Nakerala to Racha. After crossing Nakerala Pass, we have views of Lake Shaori, and continue our way to Ambrolauri, from Ambrolauri to the last village of Racha, Alpana, which also has beautiful views. From the village of Alpana we cycle to the village of Orbeli, from where we can already see the eye-catching serpentines of the Orbeli Pass. After crossing these beautiful serpentines, we descend to Tsageri. From Tsageri we go to Kutaisi via Tskaltubo. To return from Kutaisi to Tkibuli, we take a beautiful road among small villages.
Total circle distance: 200 km, elevation 4500 m.
Road surface: completely asphalt
Recommended bikes: Road / gravel / cyclocross / cross country
For additional info, please contact us on our Facebook page: https://www.facebook.com/caucasuscyclingnetwork
ფოტოები/Photos