ველო, როგორც ტრანსპორტი

ფოტო: თორნიკე თხინვალელი

ავტორი: მარ მიხელიძე

23 წლის თორნიკე, მაგისტრატურის I კურსის სტუდენტია და მისი ტრანსპორტი ველოსიპედია. ეს გადაწყვეტილება, მისი თქმით, მიაღებინა სიყვარულმა,-„პირველ რიგში, ჯანმრთელი და სუფთა ტრანსპორტია, დანიშნულების ადგილზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში, უფრო სწრაფად არის გადაადგილება შესაძლებელი, ვიდრე სხვა სახის ტრანსპორტით. მუდმივად ფორმაში ხარ და გაცილებით დიდ სიამოვნებას იღებ გადაადგილებით.“

   ქალაქში გადაადგილებისას დაბრკოლებების გამოწვევის მთავარ მიზეზად ავტომანქანის მძღოლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას ასახელებს, მისი თქმით: „მძღოლების ნაწილი არ აღგიქვამს მოძრაობის თანამონაწილედ, რაც საფრთხეს გიქმნის.“

    რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აღნიშნავს, რომ პროგრესი ამ მხრივ იგრძნობა და წლების წინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, თუ თბილისში, თუნდაც ერთი ველობილიკი იქნებოდა:“ნელ-ნელა ვითარდება ველოინფრასტრუქტურა და მისასალმებელია. შესაძლებელი არის ველომოყვარულ ქალაქად გადაქცევა, მაგრამ, ჩემი აზრით, ჯერ მაინც შორს ვართ ამისგან, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არაა, თუ ამ კუნთხით პროგრესი არ შეწყდება.“

  თორნიკე ხაზს უსვამს უსაფრთხოების ზომებს, რომლებსაც მიმართავს ქალაქში ველოთი გასვლისას: „პირველ რიგში ეკიპირების გარეშე არ ვიწყებ მოძრაობას, მუდმივად მახურავს ველო ჩაფხუტი, მაქსიმალურად კონცენტრირებული ვარ გზაზე, გადავაადგილდები მოძრაობის მიმართულებით, უკიდურეს მარჯვენა ზოლში. მოძრაობის წესების დაცვა კი აუცილებელია, რომ შენც დაცული იყო.“

    ხოლო მათ, ვისაც უნდა, მაგრამ ჯერ კიდევ ეშინია ველოთი გადაადგილება, ურჩევს, რომ ამ დიდ სიამოვნებას არ გამოაკლდნენ: „წინა წლებთან შედარებით გვაქვს პროგრესი, კატეგორია, რომელიც აქტიურად გადავაადგილდებით ველოსიპედით, მძღოლების უმეტეს ნაწილზე გავლენა მოახდინა, ხშირად ბევრი ცდილობს გზა დაგითმოს და გვერდი უსაფრთხოდ აგიქციოს. ასე რომ, საშიში არაფერია…“