ავტორი: ელენი ლალიაშვილი

ადამიანების უმეტესობა ველოსიპედის ტარებას ბრტყელი სატერფულით (პედლით) სწავლობს. დროთა განმავლობაში, კი, შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ არსებობს ერთმანეთისაგან განსხვავებული სატერფულები. ამ ბლოგში გაეცნობით სხვადასხვა სტილის სატერფულს(პედალს), რაც დაგეხმარებათ, უკეთ განსაზღვროთ, თუ რომელია თქვენთვის შესაფერისი.
კონტაქტური პედლები
1984 წელს, ფრანგულმა ბრენდმა „LOOK” – მა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის გამოუშვა კონტაქტური პედალი. მექანიზმი შემდეგია : ფეხსაცმლის ზედა ნაწილი „კლიტსების“ საშუალებით ჯდება სატერფულში.
არსებობს რამდენიმე სატერფული, რომლებიც განსხვავებული მიზნებისთვის გამოიყენებიან. Shimano SPD არის ფართოდ გავრცელებული , ორმხრივია , მარტივია ტერფის ჩასმა და სიარულისას დიდ დისკომფორტს არ ქმნის. აღნიშნული პედლები მეტალისაა და გამძლეა. ძალიან მარტივად, სახრახნისით შესაძლებელია იმის დარეგულირება, თუ რამდენად მარტივად ან რთულად გსურთ სატერფულიდან (პედლიდან) ტერფის მოხსნა. ტერფი იხსნება ქუსლის გარეთა მხარეს (SH51/SH52) ან ზემოთ აწევით SH56.

რაც შეეხება საგზაო კონტაქტურ ფეხსაცმელს (Shimano SPD-SL), ის ზომით უფრო დიდია და ცალმხრივია. აბრევიატურა SL (SuperLight) მიუთითებს მის სიმსუბუქეზე და ძირითადად გამოიყენება საგზაო ველოსიპედზე (road bike). მეტი ფართობი უზრუნველყოფს მტკივე კავშირს ტერფსა და სატერფულს (პედალს) შორის, ენერგიის ეფექტურად გამოყენებას, რაც საგრძნობია დიდ მანძილზე გადაადგილებისას. მსგავს სატერფულს მიჩვევა უნდა, თუმცა მისი ხშირი მოხსნის აუცილებლობა არცაა. ამ სატერფულით სიარული ყველაზე მეტად კომფორტულია შორ დისტანციაზე, ხშირი გაჩერების გარეშე. გაჩერებისას ფეხით სიარული არაკომფორტულია. გასათვალისწინებელია, რომ ეს პედლები პლასტმასისაა და წინა ვარიანტისგან გასხვავებით, შედარებით მარტივად ცვდება.

კონტაქტური პედალი არის ინვესტიცია, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ფეხსაცმელს და შესაბამის სატერფულს . გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ისიც, თუ სად აპირებთ გადაადგილებას და რა გაქვთ დაგეგმილი შემდგომ. თუკი თქვენ ველოსიპედს იყენებთ მხოლოდ ქალაქში, მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად კონტაქტური სატერფულები (პედლები), განსაკუთრებით კი საგზაო ვარიანტი, კომფორტული გამოსაყენებელი არ იქნება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ბრტყელი ან Shimano PD-M324 ან სატერფულები, რომლის ერთი მხარე ბრტელია, მეორე კი ჩამკეტი. ასეთი პედლის უარყოფითი მხარე კი სიმძიმეა.

რატომ უნდა ავირჩოთ ჩამკეტი სატერფული (პედალი) ?
კონტაქტური პედლის შერჩევის ძირითადი მიზეზი ენერგიის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობაა. ბრტყელი სატერფულის შემთხვევაში დატვირთვა ბარძაყის წინა კუნთზე ხდება. ჩამკეტი სატერფულისას კი ენერგია ნაწილდება ბარძაყის წინა, უკანა და ასევე, წვივის კუნთებზე. ეს კი ენერგიის დაზოგვას უზრუნველყოფს. თუმცა, კვლევებით დასტურდება, რომ არც თუ ისე დიდი სხვაობაა ენერგიის დაზოგვის კუთხით, თუკი გადაადგილება მსუბუქ დატვირთვას მოიცავს. სპრინტ ტესტის შემთხვევაში კი მაქსიმალური ენერგია საშუალოდ 16.6 პროცენტით მეტი იყო ჩამკეტი სატერფულების შემთხვევაში.
კონტაქტური პედალი უზრუნველყოფს ტერფის სწორ პოზიციას, აქედან გამომდინარე მუხლიც სწორ მდგომარეობაში იმყოფება მუხლიც.

კიდევ ერთი დადებითი მხარე მდგომარებს ტერფის ფიქსირებაში. მაგალითად, გრუნტიან აღმართზე ძალის დატანების შემთხვევაში, ან უსწორმასწორო დაღმართზე დაშვებისას, ტერფის მოცურების ალბათობა ნაკლებია.
თუკი ბრტყელი სატერფულის შეცვლა გსურთ კონტაქტური სატერფულით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ საჭიროა როგორც სატერფულის შეცვლა, ასევე ფეხსაცმლის. ფეხსაცმლის ძირზე დასამაგრებელი მექანიზმი ( კლიტსები) უნდა შეესაბამებოდეს სატერფულს, ამიტომ ყიდვისას სწორად უნდა შეირჩეს თითოეული მათგანი.
კონტაქტურ პედალს სჭირდება მიჩვევა, ამიტომ უმჯობესია პრაქტიკის გავლა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობა არაა__ტერფის ხშირი ჩასმა/ამოღება, რაც პრაქტიკასთან ერთად ავტომატურად ხდება და დიდ ძალისხმევას აღარ მოითხოვს.
წყარო: bikeradar.com, rei.com